ოთხშაბათს, 19 აპრილს 17: 00 საათზე 302-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეტეხის ნიადაგების გამოკვლევა ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობაზე და სოფელი იგოეთის ზოგიერთი სასმელი წყლის ჰიდროქიმიური შედგენილობა“.- ბაკალავრიატის VIII სემესტრის სტუდენტი ლიზა ჩუხუა
ხელმძღვანელები - საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე, ასისტენტ პროფესორი - ნინო თაყაიშვილი
2. " ქირალური პესტიციდის - ტრიადიმეფონის ენანტიომერების გარდაქმნის ქრომატოგრაფიული გამოკვლევა" - ბაკალავრიატის VIII სემესტრის სტუდენტი ნუცა ცეცხლაძე
ხელმძღვანელი - საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე